მუხიანი

მუხიანში 20 და 21 წლის ბიჭები სახლში გარდაცვლილები იპოვეს

თბილისში, მუხიანში ერთ-ერთ სახლში 20 და 21 წლის ბიჭები გარდაცვლილები იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ახალგაზრდების გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად, ექსპერტიზა ჩატარდება.

კომენტარები