რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ბრძოლა შეგვიძლია, შემდეგი ამოცანა ეკონომიკაში გამარჯვებაა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქვეყანაში ნორმალური საინვესტიციო პირობები უნდა აღდგეს, რისთვისაც იგი მსოფლიოს საინვესტიციო გიგანტის, BlackRock-ის თავმჯდომარეს, ლარი ფინკომს ესაუბრა. ზელენსკის თქმით, მან ფინკომთან ქვეყანაში სახელმწიფო და კერძო ინვესტიციებისთვის საჭირო პირობების შექმნაზე ისაუბრა. 

"ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, რომ ბრძოლის ველზე გამარჯვება შეგვიძლია, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ ეკონომიკაშიც გავიმარჯვოთ. 

მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიის BlackRock-ის თავმჯდომარესთან, ლარი ფინკომთან საუბრისას უკრაინაში სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები განვიხილეთ. 

ჩვენი ქვეყანა მსოფლიო კაპიტალის შემოდინებითაა დაინტერესებული, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის და ეკონომიკურ ზრდას გამოიწვევს. ჩვენ შეგვიძლია და გვსურს ნორმალური საინვესტიციო კლიმატის აღდგენა". - წერს ზელენსკი Facebook-ზე.

კომენტარები