რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: უკრაინის გავლით ამიაკის ექსპორტს დავუშვებთ, თუ კრემლი ტყვეებს გაათავისუფლებს

ვოლოდიმირ ზელენსკი
REUTERS/Valentyn Ogirenko/File Photo

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, იგი უკრაინის გავლით, რუსული ამიაკის ექსპორტს გახსნის, თუ სანაცვლოდ მოსკოვი უკრაინელ სამხედრო ტყვეებს გაათავისუფლებს. გავრცელებული ინფორმაციით, ზელენსკის შეთავაზება კრემლმა მალევე უარყო

"რუსეთის ფედერაციიდან, უკრაინის გავლით ამიაკის მიწოდების წინააღმდეგი ვარ. ამას მხოლოდ ჩვენი პატიმრების სანაცვლოდ გავაკეთებდი. ეს არის ის, რაც მე გაეროს შევთავაზე". - თქვა ზელენსკიმ. 

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ზელენსკის შემოთავაზებას შეუსაბამო უწოდა. 

"ნუთუ ადამიანები და ამიაკი ერთი და იგივეა?". - თქვა პესკოვმა. 

გაერომ რუსეთს შესთავაზა, რომ სასუქების მწარმოებელი Uralchem-ის საკუთრებაში არსებული ამიაკის გაზი მილსადენით გადასულიყო უკრაინის საზღვარზე, სადაც მას ნედლეულით მოვაჭრე ამერიკული კომპანია Trammo ყიდულობდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ტრანზიტი შეჩერდა. 

კომენტარები