გერმანია

შოლცი: გერმანიას ევროპაში საუკეთესოდ აღჭურვილი შეიარაღებული ძალები უნდა ჰყავდეს

ოლაფ შოლცი გეპარდის ტიპის თვითმავალ საზენიტო სისტემასთან, 2022 წლის 25 აგვისტო.

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომზე და იმაზე, თუ რა ცვლილებები მოიტანა ამან ევროპისთვის. მისი თქმით, NATO კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს და ამაში ევროპას გადამწვეტი წვლილი მიუძღვის.

"NATO, ევროპაზე ფოკუსირებით, რჩება მთელი ალიანსის კოლექტიურ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი. დამაჯერებელი შეკავების პოლიტიკა კი კვლავ მისი ძირითადი ელემენტია. ჩვენ, ევროპელებმა, NATO-ს შიგნით მნიშვნელოვნად მეტი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ". – თქვა შოლცმა.

შოლცმა ისაუბრა გერმანიის სამხედრო შესაძლებლობებზე და აღნიშნა, რომ არსებული საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე, გერმანიის შეიარაღებული ძალები ევროპაში საუკეთესოდ აღჭურვილი უნდა იყოს.

"აშკარაა, რომ გერმანია მზად არის წამყვანი პასუხისმგებლობა აიღოს კონტინენტის უსაფრთხოებაზე. როგორც ყველაზე დიდი მოსახლეობის მქონე ქვეყანა და კონტინენტის ცენტრში მყოფი უდიდესი ეკონომიკური ძალა, ჩვენი შეიარაღებული ძალები უნდა იყოს ევროპის კონვენციური თავდაცვის ქვაკუთხედი: საუკეთესოდ აღჭურვილი ძალა ევროპაში". – თქვა შოლცმა.

კომენტარები