ევროკავშირი-საქართველო

NDI: უმრავლესობის აზრით, მთავრობამ EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი არ გააკეთა

Tai Dundua / Shutterstock

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი არ გააკეთა.

კერძოდ, საზოგადოების 56% თვლის, რომ მთავრობამ საკმარისი არ გააკეთა იმისთვის, რომ  საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო. 32%-ის აზრით, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, ხოლო 7% ამბობს, რომ არც ერთს არ ეთანხმება.

კვლევა 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/-2 პროცენტია.

კომენტარები