NDI-ის კვლევა

NDI: მოსახლეობის 44% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობისთვის საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.

კვლევის მიხედვით, საზოგადოების 44% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 29%-ის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება, ხოლო 23%-ისთვის ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქის მოსახლეობის 55% თვლის, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. 22%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა საერთოდ არ იცვლება, ხოლო 20% თვლის, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინა კვლევასთან შედარებით, დედაქალაქის  მოსახლეობის მაჩვენებელი, რომელიც თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება - 5%-ითაა გაზრდილი.

კვლევა 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/-2 პროცენტია.

კომენტარები