NDI-ის კვლევა

NDI: მოსახლეობის უმრავლესობა, 62% საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად არ მიიჩნევს

ტაბულა

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა არ არის. 

კითხვაზე, "თქვენი აზრით, საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია"? მოსახლეობის 62% პასუხობს, რომ არა. მხოლოდ 30% ფიქრობს საპირისპიროდ. 

NDI-ის ცნობით, საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად ყველაზე დიდი ალბათობით, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა და ქართული ოცნების მხარდამჭერები მიიჩნევენ. 

კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობისთვის დემოკრატია, პირველ რიგში, კანონის წინაშე თანასწორობასა და სიტყვის თავისუფლებას ნიშნავს. 

ამასთან, უმრავლესობის აზრით, საქართველო მეზობელი ქვეყნებისთვის სამაგალითო არ არის. 

კვლევა 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/-2 პროცენტია.

კომენტარები