ნოვაია გაზეტა

Новая газета რუსეთის არმიის დისკრედიტაციისთვის დააჯარიმეს

მოსკოვის ტაგანსკის რაიონულმა სასამართლომ გაზეთი Новая газета 400 ათასი რუბლით დააჯარიმა რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის შესახებ სტატიისთვის.

5 სექტემბერს მოსკოვის ბასმანის სასამართლომ დააკმაყოფილა როსკომნადზორის სარჩელი 2006 წელს ნოვაია გაზეტასთვის გაცემული მედიის შეჩერების შესახებ.

"ეს არის მორყეული და სრულიად პოლიტიკური გადაწყვეტილება, მას არანაირი კანონიერი საფუძველი არ აქვს". - წერს გამოცემის მთავარი რედაქტორი, დმიტრი მურატოვი.

29 ივლისს როსკომნადზორმა Новая газета-სთვის საგამოძიებო საინფორმაციო სააგენტოს რეგისტრაციის ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა.

Новая газета-ს ცნობით, სარჩელი ეფუძნება ორ გაფრთხილებას, რომლებიც მიიღეს 24 და 28 მარტს, ვებსაიტზე ორ სიახლეზე "უცხოური აგენტების" ეტიკეტების არარსებობის გამო.

რუსული გაზეთმა, რომლის რედაქტორიც  ნობელის პრემიის მფლობელია, უკრაინაში ომის დასრულებამდე ონლაინ და ბეჭდურ საქმიანობა 28 მარტს შეაჩერა

2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის, დმიტრი მურატოვის მედალი აუქციონზე 103.5 მილიონ დოლარად გაიყიდა. თანხა UNICEF-ის შუამავლობით უკრაინელ ლტოლვილებს მოხმარდება. მედლის გაყიდვის გადაწყვეტილება მურატოვმა 22 მარტს მიიღო. 

"ნოვაია გაზეტა" 1993 წელს გამოვიდა და ბოლო დრომდე რჩებოდა ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტიან გამოცემად პოსტ-საბჭოთა რუსეთში. ქვეყნის შიგნით გამოსვლა მან მარტში შეწყვიტა, მას მერე, რაც იძულებული გახდა ვებსაიტიდან აეღო მასალები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ.

კომენტარები