vogue

VOGUE WORLD – ჟურნალმა 130 წლის იუბილე ჩვენებით აღნიშნა

12 სექტემბერს მოდის ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ჟურნალი VOGUE 130 წლის გახდა და ამ დღის აღსანიშნად ჟურნალმა ნიუ-იორკში ჩვენება გამართა.

VOGUE WORLD - ასე ერქვა ჩვენებას, სადაც მონაწილეობა მოდელებთან ერთად სპორტსმენებმა და მუსიკოსებმაც მიიღეს, ხოლო ტანსაცმელი სხვადასხვა მოდის სახლიდან იყო წარმოდგენილი.

ჩვენება ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა, სერენა უილიამსმა, Balenciaga-ს კაბითა და არტურ რასელის სიმღერის ფონზე გახსნა.

ჩვენებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს - ბრუკლინ ბექჰემმა, ბელა და ჯიჯი ჰადიდებმა, კენდალ ჯენერმა, კარლი კლოსმა, იმან ჰამამმა, ქენდის სვანეფულმა, მარიაკარლა ბოსკონომ და სხვებმა.

დაათვალიერეთ ფოტოები: 

 

კომენტარები