რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დანილოვი მედვედევზე: დამწყებმა ბლოგერმა ისეთ ქვეყანაზე ფიქრი უნდა დაიწყოს, სადაც დაიმალება

ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, დმიტრი მედვედევს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მედვედევმა არა უკრაინაზე, არამედ ისეთ სახელმწიფოზე უნდა იფიქროს, სადაც დამალვას შეძლებს. 

"დამწყებმა ბლოგერმა, მედვედევმა, უნდა იფიქროს არა უკრაინაზე, არამედ ისეთ სახელმწიფოზე, როგორიც არის ჩრდილოეთ კორეა და სადამის ბუნკერი, სადაც ის დაიმალება, ბოლოს და ბოლოს შეწყვიტოს დიდი ასოებით "რუსეთი"-ის დაწერს და მიეჩვიოს იმას, რომ "ჯერ უკანაც არ დაუხევიათ".- წერს დანილოვი Twitter-ზე. 

დმიტრი მედვედევი აცხადებს, რუსეთის უკრაინის მიმართ წაყენებული მოთხოვნები, ჯერ მხოლოდ "მოთელვაა". ამით ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან კონსტრუქციულობის სურვილსა და მზაობას ვერ ხედავს. შესაბამისად, უახლოეს მომავალში მოლაპარაკების პროცესის განახლებას გამორიცხავს. 

"ვიღაც ზელენსკიმ თქვა, რომ ის არ გამართავს დიალოგს მათთან, ვინც ულტიმატუმებს აყენებს. ახლანდელი "ულტიმატუმები" არის ბავშვური მოთელვა მომავლის მოთხოვნებისთვის. მან [ზელენსკიმ] იცის ეს - კიევის რეჟიმის სრული კაპიტულაცია რუსეთის პირობებით" - აცხადებს მედვედევი. 

კომენტარები