რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის Naftogaz-ი რუსული Gazprom-ის წინააღმდეგ ახალ საარბიტრაჟო პროცესს იწყებს

 russia-insider.com

უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ Naftogaz-მა დაიწყო ახალი საარბიტრაჟო პროცესი რუსული ენერგოგიგანტის, Gazprom-ის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ რუსულმა კომპანიამ ვერ გადაიხადა უკრაინის გავლით გაზის ტრანსპორტირებისთვის გაწეული მომსახურების საფასური.

"Gazprom-ს გადახდას ვაიძულებთ. Naftogaz-ი ასევე განიხილავს დამატებითი მოთხოვნების წაყენების შესაძლებლობას". - თქვა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, იური ვიტრენკომ.

მიმდინარე წლის დასაწყისში ვიტრენკომ განაცხადა, რომ Naftogaz-ს შესაძლოა ეჩივლა სატრანზიტო გაზის მოცულობის შემცირების გამო.

Naftogaz-ი ავალდებულებს Gazprom-ს, გადაიხადოს უკრაინის ტერიტორიის გავლით ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისთვის გაწეული მომსახურების საფასური. თანხა Gazprom-მა არ გადაიხადა არც დროულად და არც სრულად”, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მაისში უკრაინამ შეაჩერა გაზის მიწოდება სატრანზიტო პუნქტში, რომელიც, მისი თქმით, რუსეთიდან ევროპაში გადაზიდული საწვავის თითქმის მესამედს აწვდის უკრაინის გავლით, უკრაინა ადანაშაულებს მოსკოვს და ამბობს, რომ ნაკადებს სხვაგან გადაიტანს.

კომენტარები