უკრაინამ აშშ-ს მიერ მიწოდებული სარაკეტო სისტემა HIMARS-ებით 400-ზე მეტი რუსული სამიზნე დაბომბა. ამის შესახებ აშშ-ს შეაიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ ჟურნალისტებს 8 სექტემბერს გერმანიაში, აშშ-ს საჰაერო ძალების ბაზა რამშტეინზე გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მან აღნიშნა, რომ ამ სისტემების გამოყენებაში უკრაინას რეალური და გაზომვადი წარმატებები აქვს.
8 სექტემბერს გერმანიაში, აშშ-ს საჰაერო ძალების ბაზა რამშტეინზე უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.





