რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავდაცვასა და უსაფრთხოებას $27.4 მილიარდი მოხმარდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 2023 წლის ბიუჯეტი ომის ბიუჯეტი იქნება, საიდანაც ტრილიონი გრივნა ($27.4 მილიარდი) თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯებს მოხმარდება

“ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ სოციალური პროგრამები, როგორიცაა პენსია, სრულად დაიფარება. ასევე, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არაკრიტიკული ხარჯები მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. 

არაკრიტიკული ხარჯია ყველაფერი ის, რაც ხელს არ უწყობს თავდაცვას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ჩვენი ხალხის სოციალურ და კულტურულ უზრუნველყოფას. შესაბამისად, მთავრობამ უნდა წარმოადგინოს პროგრამა, რათა შემცირდეს ხარჯები სახელმწიფო საწარმოებზე, ან იმ დაწესებულებებზე, რომლებიც ამ განსაკუთრებულ დროს არსებულ საჭიროებებს ვერ პასუხობენ". - თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში. 

კომენტარები