დიდი ბრიტანეთი

"ქარიშხლისგან თავის დაღწევა შეგვიძლია" – თრასმა პრემიერის რანგში პირველი სიტყვა წარმოთქვა

Leon Neal / Staff / Getty Images

ლიზ თრასმა, როგორც ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, პირველი სიტყვა წარმოთქვა.

"მე ახლახან მივიღე მისი უდიდებულესობის კეთილი მოწვევა ახალი მთავრობის შესაქმნელად", - ამ სიტყვებით დაიწყო გამოსვლა უკვე ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა. 

"ჩვენ შეგვიძლია, დავძლიოთ ქარიშხალი", - ეს იყო თრასის გზავნილი. მან პირობა დადო, რომ უახლოეს დღეებში ელექტროენერგიის მზარდ ფასებსა და ყოველდღიური ხარჯების ზრდის კრიზსს გაუმკლავდება

  • "მე გავუმკლავდები კრიზისს, რომელიც პუტინის ომმა გამოიწვია", - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა. 

თრასმა, ასევე, ეკონომიკის ზრდისთვის გადასახადების შემცირება დააანონსა და რეფორმა, რომელიც "გააძლიერებს წამყვანი ბიზნესებისა და ინვესტიციების ზრდას".

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მესამე პრიორიტეტი ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებაა.

"ჩვენ შეგვიძლია აღვადგინოთ ეკონომიკა და გავხდეთ თანამედროვე ბრწყინვალე ბრიტანეთი, რომელიც ვიცი, რომ შეგვიძლია ვიყოთ", - აღნიშნა თრასმა.

  • "ჩვენს ჯანდაცვის სერვისს მტკიცე საფუძვლებზე დავაყენებთ", - ამბობს ის.

გამოსვლის დასაწყისში მან ყოფილი პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის მიმართ პატივისცემა გამოხატა და აღნიშნა, რომ ჯონსონი გაუმკლავდა Brexit-ს, Covid-ის ვაქცინაციის პროცესსა და წინ აღუდგა რუსეთის აგრესიას.

  • "ისტორია მას უაღრესად მნიშვნელოვან პრემიერმინისტრად შეაფასებს", - აღნიშნა თრასმა. 

თრასის თქმით, ბრიტანელ ხალხს თავისუფლების ფუნდამენტური რწმენა გამოარჩევს. "ახლა ჩვენ ვაწყდებით გლობალურ წინააღმდეგობებს, რომლებიც გამოწვეულია უკრაინის ომითა და კოვიდვირუსით", - ამბობს იგი.

კომენტარები