რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკა: უკრაინაშიც იზრდება ფასები, მაგრამ გარდა ამისა, ჩვენი ხალხი იხოცება

ოლენა ზელენსკა

"უკრაინაში ომის ეკონომიკური შედეგები დიდ ზარალს აყენებს მის მოკავშირეებს. მაგრამ სანამ ხურდების დათვლას დაიწყებთ ჯიბეებში, ჩვენც იგივეს ვაკეთებთ, ვითვლით ჩვენს მსხვერპლს".- თქვა უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ  BBC-სთან ინტერვიუში. 

ზელენსკამ აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ძლიერი რომ ყოფილიყო, კრიზისი უფრო ხანმოკლე იქნებოდა.

ზელენსკას ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რა გზავნილი ჰქონდა ბრიტანელ ხალხთან, რომლებსაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ენერგორესურსებზე გაზრდილი ფასების გადახდა უწევთ. 

"მე მესმის, რომ სიტუაცია ძალიან რთულია, მაგრამ შეგახსენებთ, რომ Covid-19-ის პანდემიის დროს, რომელიც ჯერ კიდევ არის, ფასებმა აიწია და უკრაინაც დაზარალდა, უკრაინაშიც ფასები იზრდება. მაგრამ გარდა ამისა, ჩვენი ხალხი კვდება".- ამბობს ზელენსკა. 

კომენტარები