მელიქიშვილის გამზირი

კალაძე: გვინდა, 19 სექტემბრისთვის მელიქიშვილზე საავტომობილო გადაადგილება შესაძლებელი იყოს

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და თქვა, რომ სარეაბილიტაციო მონაკვეთზე მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა, ფაქტობრივად, დასრულებულია.

"კონკრეტული ადგილებია, სადაც დაერთების სამუშაოები მიმდინარეობს. ამჟამად, თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ მდებარე მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელის შეფუთვა მიმდინარეობს, რათა წვიმის დროს გადასასვლელს პრობლემები არ შეექმნას. გვინდა, 19 სექტემბრისთვის არსებული მონაკვეთი ქვედა ფენებში მოექცეს, საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში, რათა გადაადგილება თავისუფლად იყოს შესაძლებელი. 

შემდეგ ეტაპზე ჩაიკეტება და სამუშაოები დაიწყება გზის იმ ნაწილზე, სადაც ამჟამად ავტოსაგზაო მოძრაობაა. ყველა სამუშაო გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. პროექტი საკმაოდ მასშტაბურია - მიწისქვეშა კომუნიკაციების ცვლილებით, გამწვანებით, განათებით. დარწმუნებული ვარ, როდესაც მთლიანად დავამთავრებთ სამუშაოებს, ძალიან ეფექტური გამოვა“, - ამბობს კალაძე. 

მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია 17 ივნისს დაიწყო. პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 388 000 ლარით ფინანსდება.

კომენტარები