Air France

Air France-მა პილოტის კაბინაში მომხდარი ხელჩართული ჩხუბის გამო ორი თანამშრომელი გაათავისუფლა

ფრანგულმა ავიაკომპანიამ Air France-მა ავიარეისის დროს ფიზიკური დაპირისპირების გამო, ორი პილოტი სამსახურიდან დროებით გაათავისუფლა.

ფრენის დროს, პილოტის კაბინაში დაწყებული ჩხუბში ჩარევა თვითმფრინავის ეკიპაჟის სხვა წევრებსაც მოუწიათ. ფრანგული გამოცემის, La Tribune-ის ცნობით, პილოტებს შორის კამათი აფრენისთანავე დაიწყო და შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, გაშველების შემდეგ კი ფრენის დასრულებამდე მათთან კაბინაში დარჩენა ეკიპაჟის ერთ-ერთ წევრს მოუწია.

Air France-ის ცნობით, დაპირისპირების მიუხედავად, ჟენევადან პარიზის მიმართულებით დაწყებული ფრენა მშვიდობიანად დასრულდა და თვითმფრინავი მიწაზე უსაფრთხოდ დაეშვა.

კომენტარები