ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალები, სპეციალური დანიშნულების ჯარები და ჩვენი დაზვერვა აკეთებენ ყველაფერს, შესაძლებელს და შეუძლებელს, რათა ყოველმა რუსმა სამხედრომ აუცილებლად იგრძნოს უკრაინის პასუხი იმ საშინელ ტერორზე, რომელიც რუსეთმა მოუტანა ჩვენს ქვეყანას. უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის მასშტაბით, ყირიმიდან ხარკოვის რეგიონამდე, რუსეთის არმიას არ აქვს და არც ექნება არცერთი უსაფრთხო ბაზა, არცერთი მშვიდი ადგილი. ჩვენი მცველები გაანადგურებენ ყველა საწყობს, ოკუპანტების შტაბს, მათ დანადგარებს, სადაც არ უნდა იყოს განლაგებული. თუ სევასტოპოლთან, მაშინ იქნება სევასტოპოლთან, თუ ლუგანსკთან, მაშინ იქნება ლუგანსკთან. ეს უკრაინული მიწაა და ოკუპანტებს მხოლოდ ორი რაღაცის გაკეთება შეუძლიათ - გაიქცნენ ან დანებდნენ. სხვა არჩევანს ჩვენ მათ არ ვუტოვებთ. აქტიური სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს თითქმის მთელი ფრონტის გასწვრივ - სამხრეთში, ხარკოვის რეგიონსა და დონბასში.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ზელენსკი: ბრძოლა მთელი ფრონტის გასწვრივ მიმდინარეობს – სამხრეთში, ხარკოვსა და დონბასში
tbl.ge/648c
დაკოპირდა

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
ამავე თემაზე
- სანქტ-პეტერბურგზე უკრაინული დრონებით იერიშს რუსეთმა "უპრეცედენტო" უწოდა
- უკრაინამ ყირიმთან დამაკავშირებელ რუსულ ლოჯისტიკურ მარშრუტზე საჰაერო კონტროლი დაამყარა
- თურქეთის სანაპირო დაცვა: ყირიმთან თურქულ სათევზაო გემს თავს დაესხნენ, არის მსხვერპლი
- უკრაინამ პუტინის ეკონომიკური ფორუმის ფინალურ დღეზე ლენინგრადის ოლქზე იერიში მიიტანა
- რუსეთი კვლავ ომს ირჩევს, პუტინს უბრალოდ ომის დასრულება არ სურს – ზელენსკი პუტინის პასუხზე




