რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იუნესკო: მხარს ვუჭერთ ოდესის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანას

ოდესა

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO) უკრაინის წინადადებას მისი საპორტო ქალაქის, ოდესას იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეყვანას მხარს უჭერს.

"უკრაინის მოთხოვნით, იუნესკომ უკვე შეკრიბა საერთაშორისო ექსპერტები, რათა უზრუნველყონ ქვეყნის ტექნიკური მხარდაჭერა, რათა ეს ნომინაცია დაუყოვნებლივ განიხილონ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის წევრმა სახელმწიფოებმა, რათა ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანონ, რომელიც საფრთხეშია". - წერია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, იუნესკო გააძლიერებს ოდესის მხარდაჭერას ქალაქის სახვითი ხელოვნების მუზეუმისა და ოდესის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დაფინანსებით ოკუპანტების მიერ მიყენებული ზიანის გამოსასწორებლად.

კომენტარები