ამინდის პროგნოზი

3 სექტემბრამდე ჰაერის ტემპერატურამ, შესაძლოა, 40 გრადუსს მიაღწიოს – გარემოს სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 სექტემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი.

სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურამ დაბლობში, ბარსა და მთიანი რეგიონების ცალკეულ რაიონში შესაძლოა 38, 40 გრადუსს მიაღწიოს.

"არსებული და მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად".- აცხადებს გარემოს სააგენტო. 

კომენტარები