რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არესტოვიჩი უკრაინის კონტრშეტევაზე: მთელ ქვეყანაში უკრაინის დროშის აღმართვით დასრულდება

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის თქმით, უკრაინის მიერ ქვეყნის სამხრეთ ტერიტორიის გათავისუფლება ნელი და კარგად გათვლილი პროცესია და ის აუცილებლად დასრულდება ქვეყნის ყველა დასახლებულ პუნქტში უკრაინის დროშის აღმართვით.

"დღეს დაიწყო რუსი ოკუპანტებისგან სამხრეთის გათავისუფლების აქტიური ფაზა. ეს ნელი, დაგეგმილი ოპერაციაა მეტოქეების გასატეხად, ჩვენი სამხედროებისა და მოქალაქეების სიცოცხლის შენარჩუნებით. რა თქმა უნდა, ბევრს ენდომებოდა მასშტაბური თავდასხმა და ახალი ამბები ჩვენი სამხედროების მიერ დასახლებული პუნქტების ერთ საათში აღების შესახებ. მაგრამ ჩვენ ომს ასე არ ვაწარმოებთ. ჩვენ მიზნისთვის ვომობთ. და ეს მიზანი დროს და ძალას საჭიროებს. ამიტომაც, მოითმინეთ. ეს არ იქნება ძალიან სწრაფი პროცესი, მაგრამ დასრულდება უკრაინის ყველა დასახლებულ პუნქტში უკრაინის დროშის აღმართვით". – წერს არესტოვიჩი. 

უკრაინელებმა ხერსონთან ახლოს 4 სოფელი რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ინფორმაციას CNN უკრაინის შეიარაღებულ ძალებში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

"ოპერაცია ღამით დაიწყო რუსული პოზიციების მასიური დაბომბვით" - თქვა წყარომ, რომლის ვინაობაც  CNN-მა უსაფრთხოების მიზნით არ დაასახელა. 

წყაროს ცნობით, გათავისუფლებულია ნოვაია დმიტროვკაარხანგელსკოეტომინა ბალკა და პრავდინო. მედიას წყარომ აცნობა, რომ განადგურებილია ოკუპანტების საბრძოლო ტექნიკა, ასევე, ბევრი რუსი სამხედრო ლიკვიდირებულია, ბევრი კი ტყვედ ჩავარდა. 

"ვნახოთ, როგორ განვითარდება შეტევა. მიზანი ხერსონია".- აღნიშნავს წყარო.

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მრჩევლის, სერგი ხლანის ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო ძალებმა ხერსონის ოლქში თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.

კახოვკას ჯგუფის ინფორმაციით, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის 109-ე პოლკმა პოზიციებიდან უკან დაიხია, ისევე როგორც რუსმა მედესანტეებმა, რომლებიც მხარს დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დანაყოფებს უჭერდნენ.

კომენტარები