რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შვედეთი უკრაინას დასახმარებლად დამატებით $93.8 მილიონს გამოუყოფს

შვედეთი უკრაინას დასახმარებლად დამატებით 93.8 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ეს თანხა მოიცავს უკრაინისთვის გასაწევ როგორც სამხედრო, ისე ჰუმანიტარულ დახმარებას. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი დამატებითი თანხიდან ნახევარი, 46.9 მილიონი დოლარი სამხედრო დახმარებას მოხმარდება.

"საზღვრები არასოდეს უნდა შეიცვალოს ძალის გამოყენებით ან ომით. უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი მოვალეობა და დიდი პატივია". - თქვა შვედეთის პრემიერმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

კულებამ კიდევ ერთხელ გაიმეორა უკრაინის თხოვნა შვედეთისადმი, რომ მათ დასახმარებლად ჰაუბიცები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და მეტი ჭურვები გადასცენ იმისთვის, რომ უკრაინა და მთლიანად ევროპა დაიცვან.

კომენტარები