Star Trek

STAR TREK-ის მსახიობის ფერფლს მზის ორბიტაზე გაგზავნიან

The Wrap

Star Trek-ის ვარსკვლავის, ნიშელ ნიკოლსის ფერფლს მზის ორბიტაზე გაგზავნიან. 

კომპანია Celestis კაფულას მსახიობის ფერფლითა და დნმ-ის ნიმუშებით რაკეტა Vulcan Centaur-ით მზის ორბიტის მიმართულებით გააფრენენ. კოსმოსურ ხომალდში კიდევ ორასამდე კაფსულას მოათავსებენ. მათ შორის სერიალის შემქმნელის ცოლის, მსახიობ მაჯელ ბარეტ-როდენბერისა და ცნობილი ფანტასტი მხატვრის დუგლას ტრამბულის ფერფლს.

ნიშელ ნიკოლსი ამერიკელი მსახიობი და მოდელია. განსაკუთრებული პოპულარობა სერიალ Star Trek-ში შესრულებულმა ნიოტა უჰურას როლმა მოუტანა. ნიკოლსი ერთ-ერთი პირველი შავკანიანი მსახიობი იყო, რომელმაც წამყვან სერიალში მნიშვნელოვანი მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა. მსახიობმა კარიერის განმავლობაში ასამდე პროექტში მიიღო მონაწილეობა, გახმოვანებული ყავს პერსონაჟები ისეთ ცნობილ სერიალებში, როგორებიც არის სიმპსონები და ფუტურამა. 2022 წლის 1 აგვისტოს მსახიობი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1977 წლიდან ნიკოლსი NASA-სთან თანამშრომლობდა. მსახიობი ქალებსა და უმცირესობებს ეხმარებოდა დასაქმებაში. მისი ჩართულობით NASA-ს წევრი გახდნენ პირველი ამერიკელი ასტრონავტი ქალი სალი რაიდი, პირველი შავკანიანი ასტრონავტი ქალი მეი ჯემისონი და NASA-ს პირველი შავკანიანი ხელმძღვანელი ჩარლი ბოლდენი.

კომენტარები