ხანძარი შავნაბადაზე

შავნაბადას ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

ბექა ქავთარია

შავნაბადას ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ წუთებში ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება მიმდინარეობს. 

მათივე ცნობით, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე დღე-ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

ცეცხლი შავნაბადას ტერიტორიაზე მდებარე ტყეს 28 აგვისტოს გაუჩნდა. ხანძარის ქრობის პროცესში ავიაციაც ჩაერთო.

კომენტარები