რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლიტვა უკრაინას 37 ე.წ. კამიკაძე დრონს გადასცემს

ლიტვა უკრაინას დასახმარებლად 37 ე.წ. კამიკაძე დრონს გადასცემს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, არვიდას ანუშაუსკასი ტვიტერის გვერდზე წერს

"Legion Of Boom-ის კამპანიიდან შეგროვებული მილიონი ევროდან ნაწილი ლიტვის თავდაცვის სამინისტროს ჩაერიცხება და ეს თანხა პოლონური ე.წ. კამიკაძე დრონების შეძენას მოხმარდება, რომლებიც უკრაინაში გაიგზავნება. ყველას დიდი მადლობა, ვინც დონაცია განახორციელა. უკრაინის გვერდით ვართ". - წერს ანუშაუსკასი.

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კამპანია Legion of Boom ლიტვურმა ონლაინ ტელევიზიამ, Laisves TV და ჟურნალისტმა ანდრიუს ტაპინასმა წამოიწყეს. მისი მიზანი იყო, რომ მოქალაქეების მიერ გადარიცხული თანხით, უკრაინელი ჯარისკაცებისთვის სამხედრო დახმარება გაეწიათ.

აღსანიშნავია, რომ ლიტველმა მოქალაქეებმა ფონდში 1 545 000 ევრო გადარიცხეს.

კომენტარები