ამინდის პროგნოზი

გარემოს სააგენტო: 1 სექტემბრამდე საქართველოში ცხელი ამინდი შენარჩუნდება

INFO POSTALIONI

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 სექტემბრამდე საქართველოში ცხელი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +31, +36, თბილისში კი +34, +36 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 

სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში მაღალი ტემპერატურის ფონზე, შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშოს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კი უნალექო ამინდი იქნება.

"26-27 აგვისტოს კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთსა და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ძლიერი ქარი, 28 აგვისტოდან კი ქარის სიჩქარე შესუსტდება". - წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები