რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთის მიერ უკრაინაში სარკინიგზო სადგურის დაბომბვას 15 ადამიანი ემსხვერპლა, 50 დაშავდა

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეზე რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში სარკინიგზო სადგური დაბომბა. ბომბი ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელს მოხვდა, შედეგად კი 15 ადამიანი დაუღუპა, 50 კი დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა.

გაეროს უსაფრთხოების საბჭოსთვის მომზადებულ ვიდეო მიმართვაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თავდასხმა დონეცკის დასავლეთით არსებულ ქალაქ ჩაპლინში მოხდა. 

ოთხ სამგზავრო ვაგონს ცეცხლი უკიდია. არსებული მონაცემებით, მინიმუმ 15 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 50 დაშავდა. მაშველები მუშაობენ, თუმცა, სამწუხაროდ, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს". – თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები