უკრაინის დამოუკიდებლობის დღე

ზელენსკი: ჩვენთვის ყველაზე საშიში რკინა არა რაკეტები და ტანკები, არამედ ბორკილებია

[...] ვუძლებთ [ომს] ექვსი თვეა. რთულია ჩვენთვის, მაგრამ ბედისთვის საბრძოლველად მუშტები შევკარით. ყოველი ახალი დღე არის ახალი მიზეზი, რომ არ დავნებდეთ. რადგან ამდენს გავუძელით, არ გვაქვს უფლება, ბოლომდე არ მივიდეთ. რა არის ჩვენთვის ომის დასასრული? ჩვენ ვამბობდით - მშვიდობა. ახლა ჩვენ ვამბობთ - გამარჯვება.

ჩვენ ტერორისტებთან ურთიერთგაგებას არ ვეძებთ. მიუხედავად იმისა, რომ გვესმის რუსული ენა, რომლის დასაცავადაც მოხვედით და მოკალით ათასობით ადამიანი, რომლის გასათავისუფლებლადაც მოხვედით. [ბორის] ჯონსონი, რომელიც ინგლისურად საუბრობს, ბევრად უფრო გასაგები და ახლობელია ჩვენთვის, ვიდრე მკვლელები, მოძალადეები და მძარცველები, რომლებმაც ეს გააკეთეს რუსულად.

ჩვენ შიშის გამო არ ვსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, თავზე იარაღმიდებულები. ჩვენთვის ყველაზე საშიში რკინა არა რაკეტები, თვითმფრინავები და ტანკები, არამედ ბორკილებია.

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. დღეს, 24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

კომენტარები