რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ უკრაინაში მცხოვრებ მოქალაქეებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

აშშ-ს საელჩო კიევში
John Moore/Getty Images

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა უკრაინაში მცხოვრებ ამერიკელებს ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს. აშშ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ რუსეთი უახლოს დღეებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ობიექტებზე თავდასხმებს ამზადებს.

"აშშ-ს საელჩო მოუწოდებს აშშ-ს მოქალაქეებს, ახლავე დატოვონ უკრაინა კერძო სახმელეთო ტრანსპორტით გამოყენებით, თუ ეს უსაფრთხოა. უსაფრთხოების მდგომარეობა მთელ უკრაინაში არასტაბილურია და შესაძლოა, გარემოება გაფრთხილების გარეშე გაუარესდეს". – ნათქვამია განცხადებაში.

შეერთებულმა შტატებმა მოქალაქეები გააფრთხილა მას შემდეგ, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის 6 თვის თავზე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და სხვა თანამდებობის პირები საუბრობენ რუსული თავდასხმების ინტენსივობის მოსალოდნელ ზრდაზე.

"ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ კვირაში რუსეთი შესაძლოა ცდილობდეს რაღაც განსაკუთრებით მახინჯისა და ბოროტის გაკეთებას". – თქვა ზელენსკიმ 20 აგვისტოს მიმართვაში.

მოსალოდნელი საფრთხის გამო კიევის მთავრობამ 24-25 აგვისტოს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს მასობრივი შეკრებები, მიტინგები და სხვა ღონისძიებები აკრძალა.

კომენტარები