ხანძარი ბორჯომში

ვიცეპრემიერი ბორჯომზე: თუ არ მოიმატებს ქარი, 1-2 დღეში უნდა მოხდეს ხანძრის ჩაქრობა

თუ არ მოიმატებს ქარი და მოგვცემს ამინდი საშუალებას, პირნციპში, 1-2 დღის მანძილზე უნდა მოხდეს სრულად ხანძრის კერების ჩაქრობა, თუმცა, ეს ძალიან რთული პროცესია, თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ამინდი, თუ ქარი მისცემს მათ შორის ავიციას მუშაობის საშუალებას, უფრო ადვილად შეიძლება ხანძრის ლოკალიზება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პირველ რიგში ლოკალიზება, რომ დამატებით ტერიტორიებზე ხანძრის გავრცელება არ მოხდეს.

ამ მომენტისთვის რისკი მოსახლეობაზე გადასვლის არ არის, ამ მომენტისთვის დაახლოებით 150 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა ხანძარი გავრცელებული, თუმცა, ეს არ არის მთლიანად მერქნიანი ნარგავებით მოცული ტერიტორია, აქ არის ტყის წინა ნაწილი, ბალახი და ბუჩქნარი ტერიტორიები, შესაბამისად, ჯერ ძალიან ნაადრევია ზიანსა და ზარალზე საუბარი, უფრო მეტი ინფორმაცია მომავალში გვექნება.

ვიცეპრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ბორჯომის ხეობაში გავრცელებულ ხანძარზე.

კომენტარები