ამინდის პროგნოზი

36-40 გრადუსი და ქარია მოსალოდნელი, იზრდება ხანძრების რისკი - გარემოს სააგენტოს პროგნოზი

INFO POSTALIONI

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 აგვისტომდე საქართველოში შენარჩუნდება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 35, 40, სანაპირო რაიონებში 32, 37, აღმოსავლეთ საქართველოში კი - 31, 36 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

"ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც კიდევ უფრო გაზრდის ტყის ხანძრების გაჩენის რისკს" - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

კომენტარები