აქტიურად ვემზადებით ახალი კვირისთვის, რომელიც ჩვენთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წინ არის ეროვნული დროშის დღე და დამოუკიდებლობის დღე, წინ უკრაინის თავისუფლებისთვის ომის ვეტერანთა ხსოვნის დღეა და ყირიმის პლატფორმა. წელს მართლაც განსაკუთრებული პერიოდია. წელს ფაქტობრივად ყირიმის ჰაერში იგრძნობა, რომ ოკუპაცია დროებითია და უკრაინას დაუბრუნდება.
წინ არის მნიშვნელოვანი ეტაპი: სრულმასშტაბიანი შემოჭრიდან ექვსი თვე, ომი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა უკრაინისთვის, ევროპისთვის, მსოფლიოსთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება დრო ამაზე დეტალურად ვისაუბროთ.





