სოსო გოგაშვილი

"აბსურდია, საიდან მოიგონა, შამოევიო თუ ამოევიო" – გომელაური შვილის საქმროს გატაცებაზე

ვახტანგ გომელაური
TV პირველი

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საკუთარი შვილის გატაცებაზე სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოოს გოგაშვილის ბრალდებას პასუხობს. 

"ეგეც არის სრული აბსურდი, არ ვიცი, საიდან მოიგონა, შამოევიო თუ ამოევიო თუ რაღაც. ეს სრული აბსურდი იყო და არაერთ აბსურდს გაიგებთ კიდევ". - ამბობს ვახტანგ გომელაური.  

28 ივლისს გოგაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვახტანგ გომელაურმა თავისი შვილის საქმრო გაატაცებინა, აწამებინა და ქვეყნიდან გაუშვა, რადგან ეთნიკურად ქურთის "სახლში შეშვება არ უნდოდა". 

"ექვსიოდე წლის წინ შენ საკუთარი ქალიშვილის საქმრო თქვენი უბნელი ამოიანი თუ შამოიანი აღარ მახსოვს, შენს ერთგულ სუსის ზონდერებს, შარაძესა და “მოზგის” ტომარა ჩამოფარებული გაატაცებინე, აწამებინე და სომხეთის საზღვარზე გადააგდებინე, თან დაემუქრე თუ ჩამოვიდ"ოდა, იარაღს ჩაუდებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ქურთის სახლში შეშვება არ გინდოდა. იქამდე, სანამ მე მანდ ვიყავი, ყველა თქვენი გაფუჭებული მე მეტენებოდა. ახლა დაგიგროვდათ ნაგავი, ჩემს სახლში შემოიტანეთ და გინდათ ისევ მე შემომტენოთ? ყველა, ვინც ცოლ-შვილს შეეხება, ყველა ლაჩარია, ხომ მეთანხმები?!" 

კომენტარები