უჯარმაში, მდინარე იორის არხში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცხედრები გუშინ, 18 აგვისტოს, ღამით ამოიყვანეს.
ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, დაღუპულები 16 და 20 წლის ძმები არიან. ისინი მდინარის არხში 18 აგვისტოს გაუჩინარდნენ.