რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აფეთქებები ბელბეკის აეროდრომსა და ქერჩთან – უკრაინამ ყირიმში, სავარაუდოდ, იერიშები მიიტანა

ბელბეკის აეროდრომი, 2016 წელი
ТАСС

სოციალურ ქსელებსა და უკრაინულ მედიაში ვრცელდება კადრები, რომლებშიც ჩანს აფეთქებები სავარაუდოდ ანექსირებულ ყირიმში, ბელბეკის აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

ყირიმში რუსეთის უდიდეს ავიაბაზასთან აფეთქებების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა. ბელბეკის აეროდრომი ქალაქი სევასტოპოლის მახლობლად მდებარეობს.

სავარაუდოდ, ბელბეკის აეროდრომი მიმდებარე ტერიტორიიდან გავრცელებულ კადრებზე ჩანს ხანძარი, ისმის საჰაერო განგაში და აფეთქებების ხმა.

სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის თქმით, ბელბეკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა გააქტიურდა და ჩამოაგდეს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. მისივე თქმით, არ არის ზიანი და დაშავებულები.

აქამდე აფეთქებების ხმა ესმოდათ ქერჩი მცხოვრებლებსაც. ქერჩის მახლობლად ყირიმის ხიდი მდებარეობს. ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლეგ კრიუჩკოვის თქმით, ქერჩში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები გააქტიურდა და ქალაქისთვისა და ხიდისთვის საფრთხე არ არსებობს. 

ამას გარდა, გასულ ღამეს გავრცელდა კადრები, რომელშიც სავარაუდოდ, რუსეთის ბელგოროდის ოლქში მდებარე საბრძოლო მასალის საწყობში გაჩენილი ხანძარი ჩანდა. 

ყირიმში მომხდარი აფეთქებების შემდეგ, უკრაინის მრავალ ოლქში საჰაერო განგაშის ხმა გაისმა. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა იერიშები მიიტანა ნიკოლაევზე, ხარკოვზე, დნეპროპრტროვის რაიონსა და კრამატორსკზე.

კომენტარები