ოლეგ დერიპასკა და ალექსეი ნავალნი

რუსი ოლიგარქი, ოლეგ დერიპასკა ალექსეი ნავალნის ლავროვის შესახებ ფილმის გამო უჩივის

რუსი ოლიგარქი, ოლეგ დერიპასკა და ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი

რუსი ოლიგარქი, ოლეგ დერიპასკა რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნისა და მის ორ თანამოაზრეს გამოძიების გამო უჩივის, რომელიც მათ გასულ წელს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შესახებ გამოაქვეყნეს. 

2021 წლის სექტემბერში ნავალნის გუნდმა გამოაქვეყნა დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "იახტები, ქრთამები და მეგობარი გოგონა: რას მალავს მინისტრი ლავროვი". ფილმი ფოკუსირებული იყო სერგეი ლავროვის ურთიერთობაზე ქალთან, სვეტლანა პოლიაკოვასთან, რომელსაც იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლად მოიხსენიებდა.

ამასთან ერთად, გავრცელებული ინფორმაციით, სარჩელი უკავშირდება ფოტოს, რომელიც ნავალნიმ new lines magazine-ში გამოაქვეყნა. New Lines-ის მიერ მოპოვებულ ფოტოზე ჩანს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და რუსი ოლიგარქი, ოლეგ დერიპასკა ეკატერინა ლობანოვასთან, რუს სექსმუშაკთან ერთად. სურათი 2018 წელს იაპონიაშია გადაღებული.

ფოტოზე ჩანს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, რუსი ოლიგარქი, ოლეგ დერიპასკა ეკატერინა ლობანოვასთან, რუს სექსმუშაკთან ერთად.

"დერიპასკა მოითხოვს, რომ ჩვენ წავშალოთ და გავაუქმოთ გამოძიება იმის შესახებ, რომ მან მოისყიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლავროვი და მხარი დაუჭირა მის მეორე ოჯახს". - წერს ნავალნი.

მილიარდერმა ასევე მოითხოვა ნავალნის გუნდს წაეშალა ფოტო, სადაც ის და ლავროვი იაპონიაში იმყოფებიან. ამასთან ერთად, სარჩელი მოიცავს ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება მის კავშირებს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილ თავმჯდომარესთან, პოლ მანაფორტთან.

დერიპასკა ნავალნის თანამოაზრეებს, მარია პევჩიხსა და გეორგი ალბუროვსაც უჩივის. გავრცელებული ინფორმაციით, დერიპასკა მოითხოვს, რომ მათ გადაიღონ ვიდეო, რომელშიც იტყვიან, რომ ფილმი ცრუ ინფორმაციას შეიცავს. მისივე თქმით, დერიპასკა მათგან ანაზღაურების სახით დღეში 50 000 რუბლს ($825) მოითხოვს, სანამ დოკუმენტური ფილმი არ წაიშლება.

ნავალნისა და მისი თანამოაზრეების გარდა, დერიპასკას სარჩელი ეხება საგამოძიებო საინფორმაციო გამოშვებას The Insider, DMG Media-ს, რომელიც ფლობს Daily Mail-სა და ამერიკულ ანალიტიკურ ცენტრს The Newlines Institute for Strategy and Policy-ს.

კომენტარები