ქართული ოცნება

რიჟვაძე ლომჯარიაზე: სახალხო უნდა მოვაშოროთ, ნაცების დამცველი სახალხო დამცველია ეგ

როგორც მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ბათუმისთვის გახლავთ ავარიული სახლები და ამ ავარიულ სახლებში მცხოვრები 3 000-ზე მეტი ოჯახის მდგომარეობა. სულ რამდენიმე წუთის წინ სასწაული ამბავი მოვისმინეთ, რომ ის ღონისძებები, რომლებიც ტარდება ავარიული სახლების პროგრამის ასამოქმედებლად, სადაც ჩვენ უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მაქსიმალური მხარდაჭერა გამოგვიხატა, სახალხო დამცველმა და, ალბათ, სახალხო უნდა მოვაშოროთ და ნაცებთან შეზრდილი ორგანიზაციის, ნაცების დამცველი სახალხო დამცველია ეგ, რა თქმა უნდა, როგორც ყველა კარგ საქმეზე, მიიტანეს იერიში, გაასაჩივრეს საკონსტიტუციო სასამართლოში. 

ჩვენ, რა თქმა უნდა, აუცილებლად დავიცავთ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს, თუმცა, ამავე დროს, მინდა, განმარტება გავაკეთო, რომ არავის მივცემთ საშუალებას ამ მართლაც მნიშვნელოვანი, ქალაქისთვის ყველაზე მთავარი პროგრამის დაზიანების, დისკრედიტაციის და, მით უმეტეს, გაჩერების შესაძლებლობას. 

ამბობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე. სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და ბათუმში დაგეგმილი მშენებლობებისთვის დამტკიცებული დროებითი საგამონაკლისო წესის შეჩერება და არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.

კომენტარები