სოსო გოგაშვილი

გოგაშვილი: მუქარა გომელაურმა გადმომცა, მითხრა, რომ თუ გავახმაურებდი, პრობლემებს დამიმატებდა

ჩემს მიმართ 16 ივლისს განხორციელებული ბინძური და უკანონო სპეცოპერაცია და მე-12 დაწესებულებაში ჩემზე განხორციელებული მუქარა და არაადამიანური მოპყრობა განხორციელებული იქნა ბიძინა ივანიშვილის დავალებით და მასთან კოორდინაციით. ამის დამადასტურებელი მტკიცებულებების ნაწილი მე უკვე წარმოვადგინე და ნაწილსაც წარმოვადგენ ეტაპობრივად. კიდევ ერთხელ ვადასტურებ რომ ჩემთან მუქარის გადმოცემა მოხდა შს მინისტრის საშუალებით. მან განმიმარტა, რომ არ უნდა მეხსენებინა მისი სახელი. ის ძალიან გაბრაზებულია და თუ არ გავჩერდები და გავჩუმდები, მკაცრად დამსჯის. აქამდე რაც გავაჟღერე, ის უნდა გამომსწორებინა შესაბამისი ჩვენებებით და მეტი აღარ უნდა მეხსენებინა ივანიშვილის გვარი. უარის შემთხვევავში შედეგი იქნებოდა უმძიმესი ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ. მან ასევე გამაფრთხილა, რომ თუ ამ საუბრებს გავახმაურებდი, კიდევ დამიმატებდა პრობლემებს, როგორიცაა საკანში აკრძალული ნივთის აღმოჩენა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ პროვოცირებული პროვოკაცია.

წერს სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი, გუშინ, 11 აგვისტოს მისმა ადვოკატმა თქვა, რომ გოგაშვილი ციხის საშხაპეში გაიყვანეს, სადაც ის შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ესაბრა. ადვოკატის ცნობით, გომელაური მას დაემუქრა. სოსო გოგაშვილი ასევე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილისგან მუქარა მანამდეც მიიღო, რომ თუ არ გაჩერდებოდა, მას და მის ოჯახს გაანადგურებდნენ. 

კომენტარები