ივანიშვილის დეპუტატები

მელია ივანიშვილის დეპუტატების წერილზე: ივანიშვილის შეუნიღბავი ანტიდასავლური მანიფესტია

დღეს უსამშობლო, კოლაბორაციონისტების პარტიამ - რუსულმა ოცნებამ განცხადება გამოაქვეყნა და რუსი ოლიგარქის მიზნები გაახმოვანა. ეს წერილი წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის შეუნიღბავ ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ და საქართველოს ეროვნული ინტერესების ღიად ღალატის მანიფესტს.

უსამშობლო, რუსი ოლიგარქი და მისი პარტია რუსული ოცნება, ამ ბოდვით ცდილობს ორი კურდღლის დაჭერას:

ერთი მხრივ, საკუთარ რადიკალურ ელექტორატში თავს იწონებს, თურმე როგორ ებრძოდა ამერიკის შეერთებული შტატები ბიძინა ივანიშვილს და ძვრაც ვერ უყო. ანუ ცდილობენ საკუთარი უძლეველობის მითის განმტკიცებას საზოგადოებაში.

მეორე მხრივ, კი სტრატეგიულ პარტნიორთან შედიან იმგვარ დაპირისპირების სპირალში, რაც მათი ღრმა რწმენით, ჩვენს მეგობრებს ხელს ააღებინებს საქართველოს მხარდაჭერაზე და გადავიქცევით რუსეთის ჩამორჩენილ გუბერნიად.

ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია ივანიშვილის დეპუტატების მორიგ წერილს, სადაც ისინი ამტკიცებენ, რომ აშშ-ს ქართული ოცნების შეცვლის გეგმა აქვს. მათივე მტკიცებით, საელჩოს ხელისუფლებაში "უსამშობლო და პატრიოტიზმისგან დაცლილი" ადამიანების მოსვლა სურს, რომლებიც "თვალდახუჭული მოაწერდნენ ხელს ომს".   

კომენტარები