რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ჰაავისტო: ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის პოლიტიკის გამკაცრებას გეგმავს

პეკკა ჰაავისტო

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეკა ჰაავისტოს თქმით, ფინეთის მთავრობა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის პოლიტიკის გამკაცრებას გეგმავს

ფინური მედიის ცნობით, სამინისტრო შესაბამის სამოქმედო გეგმას ამზადებს, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დაგეგმილ შეხვედრაზე აგვისტოს ბოლოს განიხილება. 

ჰაავისტოს თქმით, ახალი წესები თანხვედრაში უნდა მოდიოდეს შენგენის სხვა ქვეყნების წესდებასთან. 

"ფინეთისთვის საკმარისი არ არის ასეთი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება. ჩვენ უნდა გვქონდეს იგივე წესები შენგენის ზონაში". - თქვა ჰაავისტომ. 

აქამდე, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ შენგენის ზონის ქვეყნებს სავიზო აკრძალვის შემოღებისკენ მოუწოდა. ესტონეთმა რუსებისთვის სასწავლო ვიზების გაცემა უკვე შეწყვიტა. 

კომენტარები