რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ერდოღანმა პუტინს ზელენსკისთან თურქეთში შეხვედრა შესთავაზა

რეჯეფ ტაიპ ერდოღანი და ვლადიმირ პუტინი თეირანში გამართულ შეხვედრაზე.
Murat Kula/Getty Images

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კრემლის ხელმძღვანელი ვლადიმირ პუტინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თურქეთში შეხვედრა შესთავაზა. 

ამის შესახებ Hurriyet იტყობინება. ერდოღანის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია გეგმის ეფექტური განხორციელება და პოზიტიური ატმოსფეროს გადაქცევა კონკრეტულ ნაბიჯებად სტამბოლში მოლაპარაკებებზე დაბრუნებისკენ.

"ხაზს ვუსვამ, რომ ომში გამარჯვებული არ იქნება. ადგილზე არსებული სირთულეების მიუხედავად, მე ასევე მტკიცედ მჯერა, რომ კრიზისი მოლაპარაკებების მაგიდასთან მოგვარდება. ბატონ პუტინს კიდევ ერთხელ შევახსენე, რომ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ  მისი ბატონთან ზელენსკის შეხვედრას. ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგის განვითარებას ჩვენს შავი ზღვის მეზობელ რუსეთთან ყველა სფეროში, რათა ხელი შევუწყოთ რეგიონულ და გლობალურ მშვიდობას".- აცხადებს ერდოღანი. 

როგორც UNIAN იტყობინება, კრემლი თურქეთის პრეზიდენტს უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შუამავლად მიიჩნევს. თუმცა მოსკოვი არ გეგმავს კიევთან ზავის პირობების შემსუბუქებას.

კომენტარები