ექიმის დაჭრა

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში ექიმმა კლინიკის დირექტორი დაჭრა

Tabula

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში ექიმმა კლინიკის გენერალური დირექტორი, გიორგი გალდავა, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, მას ამ დროისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას ფაქტი დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები