ქართული კინო

ქართული ფილმი დიდი შესვენება ტორონტოს კინოფესტივალის მონაწილე გახდა

Facebook

ქართული ფილმი დიდი შესვენება ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილე გახდა. დავით ფირცხალავას ნამუშევარი ფესტივალის პროგრამა Discovery-შია წარმოდგენილი.

Discovery ტორონტოს კინოფესტივალის ტრადიციული პროგრამაა, რომელშიც რეჟისორების პირველი ან მეორე ნამუშევარი ხვდება. სხვადასხვა დროს პროგრამის მონაწილეები იყვნენ კრისტოფერ ნოლანი, მიხაელ ჰანეკე, იოაკიმ ტრიერი, იორგოს ლანთიმოსი და სხვა ცნობილი რეჟისორები. 

დიდი შესვენება დავით ფირცხალავას პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია. ქართველ რეჟისორს გადაღებულია აქვს ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი მამა და საშლელი. ფირცხალავა ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია(მამა, 2015 წელი). 

ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალი(tiff) 1976 წლიდან ტარდება. ყოველწლიურად ფესტივალის ფარგლებში გამართულ კინოჩვენებებს 500 000 კაცამდე ესწრება. 2020 წელს დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა დასაწყისი TIFF-ის კინოკრიტიკოსთა ასოციაციის ჯილდო მიიღო.

წლევანდელი ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალი 8-18 სექტემბერს გაიმართება.

კომენტარები