რადგან სახალხო დამცველზე ჩამოვარდა სიტყვა, ამ კონტექსტშიც უნდა ვახსენოთ. როდესაც ნაცძმოძრაობის მიერ წინა ქსენოფობიური კამპანია აგორდა, მაშინ ჩვენი მოწოდებების მიუხედავად, ნინო ლომჯარიას 10 დღე დასჭირდა იმისთვის, რომ ქსენოფობიასთან დაკავშირებით განცხადება გაეკეთებინა. შეგახსენებთ, რომ ეს სახალხო დამცველის პირდაპირი მოვალეობაა. როდესაც დისკრიმინაციული კამპანია, ეთნიკური შუღლი და შოვინიზმი ღვივდება, სახალხო დამცველი ამას პირველივე დღეს და პირველივე წამებზე უნდა გამოეხმაუროს. მარტში კი მას გამოხმაურებისთვის 10 დღე დასჭირდა. ახლაც, ჯერჯერობით, მისგან არავითარი განცხადება არ გვესმის. ეს ადამიანი პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირ ჩართულია. უფრო მეტიც, როგორც მამუკა მდინარაძემაც აღნიშნა, ის პირდაპირ იყო ჩართული იმ კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც მოხდა, მაგალითად: მთავრობის გადადგომის მოთხოვნის წამოყენება, ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნის წამოყენება და ა.შ. ნინო ლომჯარიას რეიტინგი არ აქვს, მაგრამ პოლიტიკოსობას ცდილობს. საბოლოო ჯამში, მას 7 დეკემბერს ეწურება ვადა და საბოლოოდ შეიძენს იმ სტატუსს, რომელიც რეალურად, არაფორმალურად დღესაც აქვს. ცდილობს იყოს პოლიტიკოსი და ალბათ, დეკემბერში გახდება კიდეც, ამაში დარწმუნებულები ვართ.
tbl.ge/63kz
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველზე, ნინო ლომჯარიაზე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
ამავე თემაზე
- ყაველაშვილი: ხალხის თანადგომით მოვახერხეთ ჭეშმარიტი სუვერენიტეტისკენ სვლის დაწყება
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი




