ბარელი ნავთობის ფასი

OPEC+ სექტემბრიდან ნავთობის წარმოების გაზრდაზე შეთანხმდა – Bloomberg

Reuters

OPEC+ სექტემბერში ნავთობის წარმოების 100,000 ბარელით გაზრდაზე შეთანხმდა. ინფორმაციას დელეგატები Bloomberg-ს ანონიმურობის დაცვით უდასტურებენ

გავრცელებული ინფორმაციით, გარიგებამ შეიძლება გარკვეული შვება მოუტანოს მომხმარებლებს, რომლებიც ნავთობის ფასების ინფლაციურ ზეწოლას განიცდიან. მაღალჩინოსნების თქმით, ალიანსის 23 ქვეყანა ზრდას პროპორციულად გაიზიარებს.

Brent-ის ტიპის ნავთობმა ადრინდელი დანაკარგები აინაზღაურა, ბარელზე 1.3%-ით გაიზარდა და $101.80-ს მიაღწია.

კომენტარები