მიხეილ სააკაშვილი

ადვოკატი: სააკაშვილმა თქვა, რომ გია კობახიძის რუსეთის აგენტობა წარმოუდგენელია

მე ძალიან ხშირად შევდივარ ხოლმე და საათობით მიწევს საუბარი, მე ვუსვამ აქეთ კითხვებს ქართულ პოლიტიკაზე. მაგალითად, გია კობახიძეზე რომ გამოითქვა რაღაც აგენტი, ძალიან შეწუხებული იყო და თქვა, რომ გია კობახიძის რუსეთის აგენტობა წარმოუდგენელი რაღაცაა და ამას გაუსვა ხაზი, მაგრამ იმის იქეთ აღარ წავიდა.

ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე პალიტრანიუსზე. ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარის, დავით არახამიას თქმით, "ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ვიცოდი. ჩემზე რომ დაიწყო ლაპარაკი, მერე დავგუგლე. КГБ-ს აგენტის შვილი. КГБ-ს აგენტის, რომელიც არც მალავს, რომ გადაბირებული იყო და ამ აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ. ეს არის პირდაპირ რუსეთთან თანამშრომლობა". ამის შესახებ მთავარი არხის ჟურნალისტმა კითხვა ირაკლი კობახიძეს დაუსვა, რამაც ქართული ოცნების თავმჯდომარე გააღიზიანა და მედიის წარმომადგენელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

კომენტარები