მხოლოდ დღის პირველ ნახევარში, მხოლოდ კიევში განგაშის სიგნალი ოთხჯერ ჩაირთო. რუსეთის არმიამ კიევის რეგიონზე სარაკეტო თავდასხმები განახორციელა. გრძელდება იერიშები ნიკოლაევზე, დონბასზე. მსურს, მადლობა ვუთხრა ყველას, თითოეულ ადამიანს, რომელიც ამ ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვის. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ამერიკელ სენატორებს, რომლებმაც ერთხმად მიიღეს რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, აღიაროს რუსეთი, როგორც ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფო. შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი დღე უკრაინაში, დღევანდელი ან ნებისმიერი სხვა, 24 თებერვლის შემდეგ და ნახოთ, რომ მსოფლიოში არავინ დებს იმდენ ინვესტიციას ტერორიზმში, რამდენსაც რუსეთი. ამას ნამდვილად სჭირდება გლობალური სამართლებრივი პასუხი. არ არსებობს რაციონალური მიზეზი, რომ ასეთი რეაქცია არ არსებობდეს, მათ შორის აშშ-ში
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ზელენსკი: მსოფლიოში არავინ დებს იმდენ ინვესტიციას ტერორიზმში, რამდენსაც რუსეთი
tbl.ge/63c4
დაკოპირდა

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ შემაჯამებელ მიმართვაში.
ამავე თემაზე
- სანქტ-პეტერბურგზე უკრაინული დრონებით იერიშს რუსეთმა "უპრეცედენტო" უწოდა
- უკრაინამ ყირიმთან დამაკავშირებელ რუსულ ლოჯისტიკურ მარშრუტზე საჰაერო კონტროლი დაამყარა
- თურქეთის სანაპირო დაცვა: ყირიმთან თურქულ სათევზაო გემს თავს დაესხნენ, არის მსხვერპლი
- უკრაინამ პუტინის ეკონომიკური ფორუმის ფინალურ დღეზე ლენინგრადის ოლქზე იერიში მიიტანა
- რუსეთი კვლავ ომს ირჩევს, პუტინს უბრალოდ ომის დასრულება არ სურს – ზელენსკი პუტინის პასუხზე




