რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დანილოვი: რუსეთის მიერ უკრაინასთან ომის შედეგი ოკუპანტი ქვეყნის დეკოლონიზაცია იქნება

ANTON SKYBA/THE GLOBE AND MAIL

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინასთან ომის შედეგი ოკუპანტი ქვეყნის დეკოლონიზაცია იქნება. ამის შესახებ დანილოვმა გუშინ გამრთულ ტელემარათონში ისაუბრა.

ზემოხსენებულზე საუბრის დროს, დანილოვმა რუსეთის ფედერაციაში ფარული მობილიზაციის თემაზე გააკეთა კომენტარი. უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთში მიმდინარეობს კამპანია ლოზუნგით "ფედერაციის თითოეული სუბიექტიდან ერთი ბატალიონი".

"მსურს თქვენი ყურადღება იმაზე გავამახვილო, რომ არ არსებობს მოხალისეთა ბატალიონი "მოსკოვი" ან "პეტერბურგი" და ნაკლებად სავარაუდოა, რომ არსებობდეს. ქაღალდზეც რომ იყვნენ, იქნებიან იაკუტები, ჩუვაშები, იქნებიან ის ხალხი, ვინც მათ თავის დროზე დაიპყრეს და აქტუალური ხდება რუსეთის ფედერაციის დეკოლონიზაციის საკითხი. ჩვენ ამას ვუყურებთ. რადგან ამ ომის შედეგი იქნება რუსეთის დეკოლონიზაცია. ის დაკარგავს იმ კოლონიებს, რომელიც თავის დროზე დაიპყრო. მთელი ხალხების კოლონიზაცია მოახდინა, წაართვა ენა და ისტორია. ის ამას აკეთებს წლების განმავლობაში. ამ თავხედური ომის შედეგად, რომელიც რუსეთმა ჩვენს ტერიტორიაზე დაიწყო, ის ამ ყველაფერს დაკარგავს". - თქვა დანილოვმა.

ამასთან, დანილოვის თქმით, რუსეთში მცხოვრები მკვიდრი ხალხების კონფერენციები იმართება ვაშინგტონში, ვარშავაში და პრაღაში.

"თავისუფალი ხალხი იკრიბება იქ და ისინი უკვე ხაზავენ რუკას, თუ როგორ დაიცავენ თავიანთ დამოუკიდებლობას და დაიბრუნებენ რუსეთის ფედერაციის მეირ კოლონიზებულ ტერიტორიებს". - აღნიშნა დანილოვმა.

კომენტარები