პინოქიო

გილერმო დელ ტოროს პინოქიოს ტრეილერი გამოვიდა – [VIDEO]

სტრიმინგის სერვისმა Netflix გილერმო დელ ტოროს ახალი ანიმაციური ფილმის, პინოქიოს ტრეილერი გამოაქვეყნა.

ოსკაროსანი რეჟისორის ახალი ანიმაცია კარლო კოლოდის ცნობილი ზღაპრის გადააზრებაა. ფილმის მოქმედება ფაშისტური იტალიის 30-იან წლებშია გადმოტანილი.

ანიმაციაში პერსონაჟებს ქეით ბლანშეტი, ტილდა სუინტონი, იუენ მაკგრეგორი, კრისტოფ ვალცი და ფინ ვულფარდი ახმოვანებენ.

გილერმო დელ ტოროს პინოქიო Netflix-ზე მიმდინარე წლის დეკემბერში გამოვა.

კომენტარები