რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ბორის ჯონსონმა ვოლოდიმირ ზელენსკი უინსტონ ჩერჩილის პრემიით დააჯილდოვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უინსტონ ჩერჩილის პრემიით დააჯილდოვა.

"პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა, ბორის ჯონსონმა პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სერ უინსტონ ჩერჩილის პრემიით დააჯილდოვა ლიდერობისა და წარმოუდგენელი სიმამაცისთვის, დაუმორჩილებლობისა და ღირსებისთვის პუტინის ბარბაროსული შეჭრის წინაშე. დიდი ბრიტანეთი ყოველთვის უკრაინის გვერდით იქნება". - წერია პრემიერმინისტრის კაბინეტის განცხადებაში.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, მისთვის უზომოდ დიდი პატივია უინსტონ ჩერჩილის პრემიის მიღება. მისი თქმით, ამაში უდიდესი წვლილი უკრაინელ ხალხს მიუძღვის, რომელიც საკუთარ თავისუფლებას იცავს.

"ჩემთვის უზომოდ დიდი პატივია უინსტონ ჩერჩილის პრემიის მიღება. მისი მიღება შეუძლებელი იქნებოდა უკრაინელი ხალხის გარეშე, რომელიც საკუთარი თავისუფლების ტირანისგან დასაცავად გაერთიანდა, რომელიც ცდილობს რომ დაგვაბრუნოს ყველაზე ცუდ დროში. უკრაინას და ევროპას მუდამ ემახსოვრება ისინი, ვინც ჩვენი ხალხსა და თავისუფლების იდეას ყოყმანის გარეშე დაეხმარა. მსოფლიოს დემოკრატიებს აქვთ ძალა შეაჩერონ ტირანია. ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ნებისმიერი ბოროტება, რომელიც ჩვენს თავისუფლებას ემუქრება. ამისთვის მხოლოდ მთელი თავისუფალი სამყაროს ერთიანობაა საკმარისი". - თქვა ზელენსკიმ. 

კომენტარები